Friday, March 18, 2011

სემიტური ენები

ესენი არიან აზიისა და აფრიკის კონტინანტზე გავრცელებული მონათესავე ენები,რომელთა დაფიქსირებული ისტორია 6ათასს წელს მოიცავს.სემიტურ ენებს ყოფენ აღმოსავლურ და დასავლურ შტოებად.ეს უკანასკნელი თავის მხრივ იყოფა ჩრდილოურ სემიტურად (ამორეული,უგარითული,არამეული,ებრაული,მოაბური,ფინიკური),რომელიც სირია-პალესტინაშია გავრცელებული და სამხრეთულ სემიტურად (არაბული,ეთიოპიური) რომელიც არაბეთის ნ/კ-სა და აფრიკის კონტინენტებზეა გავრცელებული.დროთა განმავლობაში ხმარებიდან გამოდიოდნენ ცალკეული სემიტური ენები ან ამა თუ იმ ენის გარკვეული დიალექტები.დღეს აღარ ითვლება ცოცხალ ენებად აქადური,ამორეული,ფინიკური და უგარითული,არამეულისა და ეთიოპიურის მთელი რიგი ლიტერატურული დიალექტები. მე-20 საუკუნის ოციან წლებამდე არსებობდა თვალსაზრისი,რომ სემიტური ენები ქმნიან ენობრივ ოჯახს,რომელიც ხასიათდება მორფოლოგიური თუ სინტაქსური სტრუქტურის საერთო ტიპით,ბგერათა შესატყვისობების მკაცრი კანონზომიერებით.შემდგომში მას დაუპირისპირდა მოსაზრება სემიტური და ე.წ ქამოტური ენების გენეტური ერთიანობის შესახებ.
სემიტური ენები გამოირჩევა მდიდარი კონსონანტიზმით,ისეთი სპეციფიკური თანხმოვნებით როგორიცაა ფარინგალები და ე.წ ემფატიკური ბგერები-ფარინგალიზებული თანხმოვნები.სემიტურ ენებში ხმოვანი 3 სიგრძისაა:გრძელი,მოკლე და ზემოკლე.სიტყვის ტემბრი ხშირად ფონების ფუნქციით გვევლინება.ძირი მხოლოდ თანხმოვნნებით გადმოიცემა.ერთიდაიმავე ძირს სხვადასხვა გახმოვანება ქმნის მონათესავე მნიშვნელობების მქონე სახელთა და ზმნათა მთელი რიგის.ზმნის ფორმები განირიჩევა მოქმედების ასპექტის მიხედვით:სრული და უსრული.სემიტური ენებისთვის დამახასიათებელია პარონომაზია-ერთი ზმნური ცნების გადმოცემა მისი პირიანი და მასდარული ფორმით.დიდია სინონიმთა და ომონიმთა რაოდენობა,განსაკუთრებით არაბულში.

წყარო:სსრკ ენციკლოპედია, ტომი მე-9, გვერდი-283

No comments:

Post a Comment