Tuesday, March 29, 2011

ენა

ენა არის დინამიკური სისტემა ნიშნებისა,რომლებიც იხმარება ადამიანის ურთიერთობის,გაგებინების საშუალებად.ენა ვლინდება მეტყველებაში.ხალხი,ერი კლასებად იყოფა.ერთგვარი განსხვავება კლასების მეტყველებაში შეიმჩნევა.ენის დანიშნულებაა მოემსახუროს მთელ ხალხს.ენა ერის ერთ-ერთი ნიშანია,თანაც ისეთი რომელიც ჩვეულებრივ არსებობდა მრავალი საუკუნით ადრე,ვიდრე ხალხი ერად ჩამოყალიბდებოდა.ენა ერის მოშლის შედეგადაც შეძლება არსებობდეს.ხალხი,ერი ვერ დარჩება იგივე ხალხად,ერად თუ დაკარგა თავისი ენა.ენა ხალხის მეობის ძირითადი ნიშანია.
კლასიფიკაცია ენებს აჯგუფებს წარმომავლობის მიხედვით.ერთი წარმოშობის ენებს ენათა ოჯახს უწოდებენ.ერთი წარმოშობისად ითვლება ენები,რომლებიც ერთი ენის დიალექტებისაგან მომდინარეობს.ამ ამოსავალ ენებს ფუძე ენას უწოდებენ.ენათა ოჯახები ენათა ისტორიის შესწავლის შედეგად გამოიყოფა.ამჟამად ცნობილია ინდოევროპულ ენათა ოჯახი,სემიტურ ენათა ოჯახი,თურქულ ენათა ოჯახი,ფინურ-უნგრულ ენათა ოჯახი,იბერიულ-კავკასიურ ენათა ოჯახი,მონღოლურ ენათა ოჯახი რომლებშიც გაერთიანებულია სხვადასხვა ენები.
იმის გამო,რომ სხვადასხვა ენათა ჯგუფში გაერთიანებული ენების რაოდენობა ორი ათასს აღემატება,სჯობს განვიხილო ენები მათი კლისიფიკაციისა და ოჯახების მიხედვით.

No comments:

Post a Comment