Tuesday, March 29, 2011

ფინურ-უნგრულ ენები

ფინურ-უნგრული ენები ურალურ ენათა ოჯახის ერთ-ერთი შტოა.იყოფა შემდეგ ჯგუფებად: 1)ბალტიისპირულ-ფინური ჯგუფი(ფინური,იჯორული,კარელური,ლიუდიკური,ვეფსური,ვოდური,ესტონური,ლივური). 2)ვოლგისპირული (მორდვული და მარიული)
3)პერმული (ბირიანული,პერმული,უდმურტული)
4)უნგრული (უნგრული და მდინარე ობის უნგრული ენები-მანსი და ხანტი ენა)
5)საამების ენა,ზოგიერთი საზღვარგარეთელი მეცნიერის აზრით საამების ენა ფინურ ოჯახში შედის,ხოლო კარელიური,იჟოსულივეფსური,ვოდური და ლოვური საკუთრივ ფინური დიალექტებია. ფინურ-უნგრული ენები გავრცელებულია ჩრ.აღმ.ევროპაში(სკანდინავიიდან ურალამდე) ვოლგა ვამის აუზის უდიდეს ნაწილში,შუა და ქვემო ობის აუზში,დუნაის აუზის მცირე ნაწილში. ფინურ-უნგრულ ენებს მრავალსაუკუნოვანი დამწერლობა და ლიტერატურული ენები აქვთ.სხვა ფინურ-უნგრული ენების უმრავლესობა ახალდამწერლობიანი ენებია,ხოლო ზოგიერთი ბალტიისპირულ-ფინური ენა უდამწერლობოა.
ფინურ-უნგრული ენების ნათესაობის დამადასტურებელია ამ ენებში არსებული ძველი სიტყვების საერთო ფენა,აგრეთვე სიტყვის მორფოლოგიური მაწარმოებლებისა და კუთვნილების აღმნიშვნელი სუფიქსების სისტემა.მათი ტიპოლოგიური მახასიათებლებია აგლუტინაცია,სინჰარმონიზმი,მჟღერი თანხმოვნების სიღარიბე,2 და მეტი თანხმოვნის შეუთავსებლობა პირველ მარცვალში და ა.შ,კუთვნილებისა და ჯერადობის(ზმნაში) აღმნიშვნელი ბოლოსართების მდიდარი სისტემა.

წყარო:სსრკ ენციკლოპედია,ტომი-10,გვერდი-327

No comments:

Post a Comment