Tuesday, March 29, 2011

მონღოლური ენები

მონღოლური ენები განეკუთვნებიან ალთაურ ენეთა ოჯახს.იყოფა 3 ჯგუფად 1)ჩრდილოური ანუ სინჰარმონიული ენები(საკუთრივ მონღოლური,ყალმუხური,ოირათული) 2)სამხრეთ აღმოსავლური ანუ არასინჰარმონიული(უდამწერლობო) ენები (დაგურული,დუნსიანური,მონგორული,ბაოანური). 3)შუალედური ენები-ძველი მონღოლური სადამწერლობო ენა და მოგოლერი.ჩრდილოეთ ჯგუფში დაცულია სინჰარმონიზმი.ფონემები p X h ანლაუტში არ იხმარება.ნათესაობითსა და ბრალდებითს საკუთარი ბრუნვის ნიშნები არ აქვთ.სამხრეთ-აღმოსავლურ ჯგუფში სინჰარმონიზმი არარეგულარული ხასიათისაა,ანლაუტში იხმარება ფონემები,ნათესაობითსა და ბრალდებითს ერთი საერთო ბრუნვის ნიშანი აქვთ.ძველმა მონღოლურმა სადამწერლობო ენამ გაიარა განვითარების სამი პერიოდი.1-მეცამეტე საუკუნე,2-მეთოთხმეტე-მეთექვსმეტე,3-მეჩვიდმეტე საუკუნიდან,კლასიკური ფორმებით.ამიტომ გარდა რიგი ორთოგრაფიული თავისებურებებისა,კლასიკური მონღოლური დიალექტზედა ენაა და საერთოა მონღოლური მოდგმის ყველა ხალხისათვის.
თანამედროვე მონღოლურ ენებში მოკლე ხმოვნებს უპირისპირდება გრძელი ხმოვნები ტიპოლოგიური მოდელი აგლუტინაციურია,გავრცობილი წინადადება წარმოადგენს მიმღეობიან აბროლუტივიან კონსტრუქციებს,რომლებსაც აქვთ ან შეიძლება ქონდეს საკუთარი ქვემდებარე.მსაზღვრელი პრეპოზიციურია საზღვრულისადმი.წინადადებას შედარებით თავისუფალი წყობა აქვს და თავისი აგებულებებით ნომინანტურია.ჭარბადაა ნასესხები სიტყვები მეზობელი ხალხების ენებიდან.

წყარო:სსრკ ენციკლოპედია ტომი მე-7, გვერდი 115

No comments:

Post a Comment