Tuesday, March 29, 2011

იბერიულ-კავკასიურ ენები

იბერიულ-კავკასიური ენები ესაა მონათესავე ენათა ოჯახი კავკასიის მიწა-წყალზე; ამჟამად 32(უბიხურითურთ 33) ენობრივი ერთეულია.ამათგან 12 სადამწერლობოა,20 უდამწერლობო. აღინიშნება აგრეთვე ტერმინებით:კავკასიური ენები,პალეოკავკასიური ენები,იაფეტური ენები,ქართულ-შარომატული ენები. იბერიულ-კავკასიური ენები იყოფა 4ჯგუფად:
1- ქართველური(იბერიული)ენები: 1.ქართული -ძველი მწერლობის(მეხუთე საუკუნიდან) მქონე ერთადერთი ენა იბერიულ-კავკასიურ ენათა შორის. 2.ზანური(მეგრულ-ჭანური) 3.სვანური.
2-აფხაზურ ადიღეური ჯგუფის ენები:4.აფხაზური(სადამწერლობო) 5.აბაზური(სადამწერლობო) 6.ადიღეური(ადიღეურ-ჩერქეზული სადამწერლობო) 7)ყაბარდო-ჩერქეზული(სადამწერლობო) 8)უბიხური(1864 წლიდან თურქეთში).
3-ნახური ჯგუფის ენები:9.ჩაჩნური(სადამწერლობო) 10.ინგუშური(სადამწერლობო) 11.ბაცბური.
4)დაღესტნის ი.კ.ე(სუნძურანდიურ-დიდოური ქვეჯგუფისა) 12.ხუნძური(სადამწერლობო) 13.ანდიური 14.ბოთლიხურ-ღოდობერიული. 15.ახვახური 16.კარატაული 17.ბაგვალალურ-ტინდიური 18.ჭამაღალური 19.დიდოურ-ჰინუხური 20.ხვარშიული 21.კაპუჭური ჰინუხური 22.ლაკური(სადამწერლობო) 23.დარგიული(სადამწერლობო) 24.ლეზგიური(სადამწერლობო) 25.თაბასარანული(სადამწერლობო) 26.აღულური 27.რუთულური 28.წახური 29.არჩიბული 30.უდიური 31.ბუდუხური 32.ხინალუღური 33.კრიწული.
კავკასიურ მიწა-წყალზე წარმოდგენილია ინდოევროპული,(სომხური,ოსური) თურქული წრის,(აზერბაიჯანული,ყუმუხური..) სემიტური(არამეულ-სირიული) ენები. იბერიულ კავკასიური ენები კავკასიური არაინდოევროპული,არასემიტური,არათურქული წრის ენებს წარმოადგენდნენ.ამ უარყოფითი ნიშნების მიხედვით გამოყო კავკასიური ენები პირველად ფრ.მილერმა როგორც გადმონაშთი ძველი ენებისა,რომლებიც ფართოდ იყო გავრცელებული კავკასიის ფარგლებს იქითაც,სანამ აქ ინდოევროპული და სემიტური ენები გავრცელდებოდა.

წყარო:სსრკ ენციკლოპედია,ტომი-5,გვერდი-69


link:

No comments:

Post a Comment