Tuesday, March 29, 2011

თურქული ენები

თურქული ენები მიეკუთვნებიან ალთაურ ენათა ოჯახს.წინარე თურქულიდან მომდინარეობს 2 შტო:საერთო თურქული და ბულგარული.ბულგარულისაა:ჩუვაშური და აწ მკვდარი ენები ვოლგისა და დუნაისპირეთის ბულგარული,ხაზარული.საერთო თურქულისაა 1-დასავლური(ყივჩაღური)ჯგუფი ა)ყარიამული,ყუმუხური,ყარაჩაულ-ბალყაური,ყირიმულ-თათრული,ნოღაური,ყარაყალ-პახური,ყაზახური.ბ)ბაშკირული თათრული გ)ყირგიზული. 2)სამხრეთული ჯგუფი:თურქული,აზერბაიჯანული,თურქმენული,გაგაუზური. 3)აღმოსავლური ჯგუფი:უიღურული,უზბეკური. 4)ჩრდილოური(ციმბირული) ჯგუფი ა)ალთაური,ბ)ტუგაენა,თოფალაური გ)ხაკასური,კამასური შორული.
სამხრათულ ჯგუფში არიან თურქული,აზერბაიჯანული,თურქმენული.ხოლო დასავლურში ერთ მხრივ ნოღაური,ყარაყალფახური,ყაზური.მეორე მხრივ ყარიამული,ყუმუხური,ყარაჩულ-ბალყაური,ყირიმულ-თათრული.თვისებურებებით გამოირჩევა ბაშკისული,თათრული და განსაკუთრებით ყირგიზული ძველი და საშუალო თურქულენობრივი პერიოდები წარმოდგენილია რუნული,ორხონულ-ენისეური,უიღურული,მანიქეური,ბრაჰამი,არაბული დანესტორიანული დამწერლობის ძეგლებით.ასევე ჩაღთური ყივჩაღური.სელჩუკ-ოსმალური და სხვა ენობრივი მასალით.
თურქული ენებისთვის დამახასიათებელია ხმოვანთა ჰარმონია.გრამატიკული მნიშვნელობა გადმოიცემა აფიქსაციით,რედუპლიკაციით,თხზვით,დამხმარე სიტყვებით,სიტყვათა წყობით,ინტონაციით და სხვა.წინადადება ნომინატური კონსტრუქციისაა.მსაზღვრელი პრეპოზიციურია საზღვრულისადმი.შეინიშნება ფონეტიკური და მორფოლოგიური ინტერფერენციის შემთხვევები.ჭარბადაა ნასესხები სიტყვები მეზობელ ხალხთა ენებიდან.

წყარო:სსრკ ენციკლოპედია,ტომი -5, გვერდი-27

No comments:

Post a Comment