Friday, March 18, 2011

ინდოევროპული ენები

ენათა დიდი ოჯახი, მრაც აერთიანებს ევრაზიის მონათესავე ენებს-თანამედროვეს თუ აწ მკვდარს.მსოფლიოენათა შორის ინდოევროპული ენები ყველაზე მკვეთრათაა შესწავლილი.ამას ხელს უწყობს ის გარემოება რომ მოღწეულია უძველესი ტექსტები და მეცნიერებს საშვალება აქვს თვალი მიადევნოს ამ ენათა განვითარების ცალკეულ ეტაპებს.ინდოევროპული ენები მოიცავს რამდენიმე ახლო მონათესავე ენათ ჯგუფებს:
1)ხეთურ-ლუვიური ანუ ანატოლიური ენების ჯგუფი,სადაც გაერთიანებულია:ხეთური,ლუვიური,ლიდიური,ლიკიური.
2)ინდური(ინდოარიული)ჯგუფი ძველი ინდური ენები:ვედური,სანსკრიტი(უძველესი ტექსტები განეკუთვნება ძველი წელთაღრიცხვის მეორე ატასწლეულის დასასრულსა და პირველი ათასწლეულის დასაწყისს) ინდური ენების შესწავლა დაიწყო უძველეს ეპოქაში,ყველაზე ცნობილი პანანინის გრამატიკა განეკუთვნება ძვ.წ მეოთხე საუკუნეს. საშუალო ინდური ენები:პალი,პრაკრიტები და აპაბპრანშა.ახალი ინდური ენები:პინდი,ურდუ,ბენგალური,ჰენჯაბერი,სინდჰური,გეჯარათული,მარათული,ასამური,ორია,ნეპალური,სინპალური.აწიკნურიდა სხვა,ჩამოყალიბდა ახ.წ მეორე ათასწლეულის დასაწყისში.
3)ირანულ ენათა ჯგუფი-ძველი ირანული ავესტური (უძველესი ტექსტებია-ავესტეს საღვთო წიგნების კრებული,აქემენიდთა დინასტიის მეფეთა წარწერები)ძველი სპარსული,საშუალო ირანული,საშუალო სპარსული,პართული,ხორეზმული,საკა და სხვა;ახლი ირანული-სპარსული,ტაჯიკური,პუშტე(ავლიანური) ოსური,ქურთული,ბელუჯური,თათური,თალიშური,იაღნობური,აგრეთვე ჰამირის ენები.
4)სომხური ენა (უძველესი ტექსტები ახ.წ მეხუთე საუკუნიდან)
5)ფრიგიული ენა (მოღწეული ცალკეული სიტყვები,ცალკეული სახელები,მოკლე წარწერები,ათარიღებენ ძვ.წ მეექვსე ახ.წ მეოთხე საუკუნეში,ვარაუდობენ სომხურ ენასთნ ახლო ნათესაობას)
6)ბერძნული ენა დიალექტებითურთ (გამოიყოფა 3 ძირითადი ეტაპი,შექმნილია უმდიდრესი ისტორიული,მხატვრული,რელიგიური,ფილოსოფიური ლიტერატურა.მისი შესწავლა ანტიკურ ხანაშივე დაიწყეს.მოღწეულ ტექსტებს შორის არის ბერძნული ენის გრამატიკა და კომენტარები წინა პერიოდის ტექსტებისათვის)
7)თრაკიული ენა (გავრცელებული ყოფილა ბალკანეთის ნ.კ აღმოსავლეთ ნაწილში)
8)ილირული ენა (გავრცელებული ყოფილა ბალკანეთის ნ.კ დასავლეთ ნაწილში.ძველ ბერძნულ ტექსტებში დამოწმებულია ცალკეული სიტყვები და საკუთარი სახელები)
9)ალბანური ენა (განსაკუთრებით მდგომი ენა,გამოთქმულია ვარაუდი,რომ უნდა მომდინარეობდეს თრაკიულიდან ან ილირიულიდან)
10)ვენედური ენა (ანუ ვენედთა ენა ჩრდილოეთ იტალიაში ნაპოვნია 200მდე ვენედური წარწერა რომელთაც ათარიღებენ ძვ.წ მეხუთე ახ.წ პირველი საუკუნით)
11)იტალიკური ენები-მიეკუთვნება აწ მკვდარი ლათინური,ოსკური,ემბრიული(უძველესი ტექსტები განეკუთვნება ძვ.წ მეოთხე საუკუნეში)
12)რომანული ენები-მომდინარეობს ლათინური ენებიდან და მოიცავს თანამედროვე ესპანურს,პორტუგალიურს,ფრანგულს,პროვანსულს,იტალიურს,სარდინიულს,რიტრომანულს,რუმინულს,მოლდავურს,აროგუნულს აგრეთვე აწ მკვდარ დალმატიურს.
13)კელტური ენები-გალური,ბრეტონული,უელსური,კორნგილსური,ირლანდიური,შოტლანდიური,გელური,მენური,(უძველესი ტექსტები ჩაწერილია ოგამური ანბანითმიეკუთვნებიან ახ.წ მეოთხე საუკუნეს)
14)გერმანიკული ენები:გოთური,შვედური,დანიური,ნორვეგიული,ისლანდიური,ფარერული,ძველი ზემო გერმანული,ძველი საქსონური,ძველი ქვემო ფრანგული,ძველი ინგლისური,ფლამინდური,ფრიზიული,გერმანული (უძველესი რუნული ტექსტები განეკუთვნება ახ.წ მესამე საუკუნეს,ბიბლიის თარგმანი გოთურ ენაზე მეოთხე საუკუნეს). გერმანიკულ ენებში შედის აფრიკაანსი და იდიში(აღმ.ევროპის ებრაელთა მეტყველება), ნიდერლანდური.
15)ბალტიკური ენები:თანამედროვე ლატვური,ლატვიური,აწ მკვდარი ძველი პრუსიული და იატვიგური.
16)სლავური ენები-გამოიყოფა სამი ძირითადი ჯგუფი:აღმოსავლურ სლავური-რუსული,უკრაინული,ბელორუსული.დასავლეთ სლავური-პოლონური ჩეხური,სლოვაკური,სერბულ-ხორვატული და აწ მკვდარი პოლაბური.სამხრეთულ სლავური-ძველი სლავური,ბულგარული,მაკედონიური,სერბულ-ხორვატული,სლოვენური(უძველესი ტექსტები ახ.წ მეათე მეთერთმეტე საუუნეებში).
17)ტოხარული ენები (ზოგჯერ სამხრეთულ ირანულ ენასაც აკუთვნებენ,უძველესი ტექსტები ახ.წ მეექვსე მეშვიდე საუკუნეებში).

წყარო:სსრკ ენციკლოპედია, ტომი-5, გვერდი-137

No comments:

Post a Comment